შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს. 1948-1953წწ. მუშაობდა თბილისის მთავრობის სახლისა და 1953-1955წწ. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობებზე; 1955-1959წწ. სოხუმის მაგისტრალური წყალსადენ-კანალიზაციის მშენებლობაზე მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, საშენ მასალათა საწარმოო კომბინატის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; 1959-1964წწ. მონაწილეობდა ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის მშენებლობაში, ბზიფის სახლსაშენი კომბინატის მშენებლობაზე, იყო უბნის უფროსი, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კომბინატის დირექტორად; 1964-1970წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს; 1970-1973წწ. "საქმთავარმონტაჟსპეცმშენის" სამონტაჟო ტრესტ "საქსანტექმონტაჟის" სოხუმის სამონტაჟო სამმართველოს; 1973-1975წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1975-1992წწ. რესპუბლიკურ ტრესტ "საქკურორტის" აფხაზეთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1993-1996წწ. იყო სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "მთავარტრანსმშენის" ობუხოვოს სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1997-2005წწ. იყო მცხეთა-მთიანეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; ხელმძრვანელობდა საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საავადმყოფოების მშენებლობას აფხაზეთში, საქართველოს სხვა ტერიტორიებსა და ქ. მოსკოვის ოლქის ქალაქებში სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; არის სამშენებლო პრაქტიკაში დანერგილი მრავალი რაციონალური წინადადების ავტორი; დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.259; ცნობილი და უცნობი პოლიტექნიკოსები/ დავით გურგენიძე.- თბ.,2020.- გვ.189 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |