The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ იზორია

ვახტანგ იზორია
Date of birth:10 September, 1952  (71 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს.

1973-1976წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოში ოსტატად; 1976-1984წწ. ამავე სამმართველოში ტექნიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსად; 1984-1989წწ. სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1989-1993წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1993 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; მონაწილეობდა მინგეჩაურის ჰესისა (აზერბაიჯანი) და "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების, ქ. ოქტომბერიანის (სომხეთი) ატომური ელექტროსადგურის, 44 კმ-იანი საავტომობილო გზის (ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი), კინოთეატრის, სტადიონის, საავადმყოფო კომპლექსის (ჯვარზენში), საცხოვრებელი სახლების (სოხუმში, გალში, გულრიფშში, სენაკში, წყალტუბოში, ჯვარზენისა და ფოცხო-ეწერის დასახლებებში) მშენებლობაში; "ენგურჰესის" მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.260

Member of Organizations

  • მშენებელთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, წევრი

Share: