შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ იზორია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1985 წელს. 1973-1976წწ. მუშაობდა "ენგურჰესის" სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოში ოსტატად; 1976-1984წწ. ამავე სამმართველოში ტექნიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსად; 1984-1989წწ. სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1989-1993წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1993 წელს დაინიშნა აფხაზეთის ასს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; მონაწილეობდა მინგეჩაურის ჰესისა (აზერბაიჯანი) და "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების, ქ. ოქტომბერიანის (სომხეთი) ატომური ელექტროსადგურის, 44 კმ-იანი საავტომობილო გზის (ჯვარი-ხაიშის მონაკვეთი), კინოთეატრის, სტადიონის, საავადმყოფო კომპლექსის (ჯვარზენში), საცხოვრებელი სახლების (სოხუმში, გალში, გულრიფშში, სენაკში, წყალტუბოში, ჯვარზენისა და ფოცხო-ეწერის დასახლებებში) მშენებლობაში; "ენგურჰესის" მშენებლობაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.260 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |