Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ჯორჯაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1908 წელს. 1917 წლამდე მუშაობდა რუსეთის რკინიგზის მშენებლობაზე. 1922 წლიდან რუსეთში სამოქალაქო ომის დროს დანგრეული რკინიგზების აღდგენაზე. 1923 წლიდან საქართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო გზების მშენებლობის დარგში. იგი ამიერკავკასიასა და საქართველოში თანამედროვე გზატკეცილების მშენებლობის ფუძემდებელია. მისი ხელმძღვანელობით აიგო მრავალი ხიდი, მათ შორის, სსრ კავშირში პირველი ბონდის ხიდი მდინარე მაგანაზე, სოფელ ჯვარში (ახლანდელი ქ. ჯვარი, 1932; ინჟინერ კრილცოვის პროექტი). მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში საავტომობილო გზების მშენებლობის ფაკულტეტი. გზების მშენებელი, პროფესორი (1930). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.573; წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 345
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |