The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია კიკაბიძე

მაია კიკაბიძე
დაბადების თარიღი:1963  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1988 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1989 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ლაბორანტად, შემდეგ ჰიდროტექნიკის და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე გადადის სამუშაოდ. ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ მოღვაწეობას არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. შპს მელიორაციის წყალსარგებლობის და გარემოს დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. მას მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში აქვს მიღებული მონაწილეობა. 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აგროინჟინერიის დოქტორი (2008).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის ნორმა ბუნებრივ-კლიმატური კომპლექსური მახასიათებლების გათვალისწინებით".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.86-87; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: