შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიაკახეთის დიდი თავადი, დედოფლის სახლთუხუცესი. 1614 წელს ქართლ-კახეთის თავადთა ერთ ჯგუფთან ერთად შაჰ-აბას I-ს ეახლა განჯას. 1615 წელს შაჰმა დავით ჯანდიერთან ერთად კახეთის გამგებლად დანიშნა. 1618 წელს თეიმურაზ I-სა და მის ოჯახს ახლდა გურიასა და სამცხე-საათაბაგოში. ერევნის ბეგლარბეგის ამირგუნე-ხანის თავდასხმის დროს (1618) მან გადაარჩინა თეიმურაზის ოჯახი, რომელიც იმჟამად ქ. ოლთისში იმყოფებოდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.574
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |