შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციალა კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალი 1967 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატის გამომყვან ფაბრიკაში ჯერ მუშად, მერე კი ქსოვილების გასაღების ბაზის საქონელმცოდნედ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1967-1976წწ. შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ინჟინერი, ინჟინერ-ნორმადარი, I სართავი ფაბრიკის უფროსი ინჟინერ-ნორმადარი იყო. 1976 წელს ის ფაბრიკის პირველადი პარტიული ორგანიზაციის მდივნად აირჩიეს. 1978-1990წწ. ც. კობერიძეს ქ. გორის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. 1988 წელს ის დააჯილდოვეს მედლით " საყოფაცხოვრებო მომსახურების წარჩინებული". ინჟინერ-ტექნოლოგი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.87-88 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |