The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულბათი

გულბათი
Legal name:ოლღა ბაგრატიონ-გრუზინსკაია
Date of birth:1846
Date of death:18 July, 1913  (at 67 years)
Burial location:პოკროვსკის მონასტერი, მოსკოვი
Category:Nobleman, Writer, Royalty

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

აღიზარდა მამისა იულონ (ილია) და აბრამ ჩირდილელის ხელმძღვანელობით. მუდმივად ზრუნავდა და ეხმარებოდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს; მომავალი თაობისათვის აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს, ნაბეჭდ წიგნებს, ანტიკვარულ ნივთებს ქართველ მეფეთა გერბებით; სურვილი ჰქონდა, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე მამულში-"შარაპოვო", დაეარსებინა ქართველთა ახალშენი; დარჩა მდიდარი კოლექცია-წიგნთსაცავი და მამული (100000 მანეთი), რომლის გადაცემა თავის სიცოცხლეშივე სურდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის", მაგრამ მთელი მისი ქონება გადავიდა მისი ძმის, ნ.ი. გრუზინსკის ხელში. რუსულ ენაზე დაწერა მოკლე ისტორიული წერილი "Сулхань Саба" ("Закавказская речь", 1913). გულბათის "მოგონებანი" (ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის ცხოვრებიდან) დაიბეჭდა 1913 წელს, გაზეთ "ქართლში". ეს მოგონებები დაწერილია მისი მამის, იულონ (ილია) ბატონიშვილის და აღმზრდელის აბრამ ჩირდილელის ნაამბობის მიხედვით. მასში ბევრი საინტერესო ცნობაა მოყვანილი საქართველოს მეფეთა უკანასკნელი დღეების, ბატონიშვილთა და მათი ოჯახების რუსეთში გადასახლების შესახებ; ი. ზ. ლუკიანოვთან თანამშრომლობით დაწერა ისტორიული პიესა ერეკლე II-ის ცხოვრებიდან ("Закавказская речь", 1913, №147). 1899 წელს გამოაქვეყნა 23 ქართული ლეგენდისა და ზღაპრის რუსული თარგმანი. აკაკი წერეთელმა რეცენზია დაწერა ამ კრებულზე და გულთბილი ლექსი უძღვნა გულბათს. მისი თხზულებები გამოცემულია ცალკე კრებულად. საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილი, ილია ბატონიშვილის ასული, რუსეთის საიმპერატორო სეფექალი პეტერბურგში, ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრები.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.298; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.746


Share: