The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ილურიძე

Date of birth:21 December, 1957  (66 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობების ტექნოლოგიის სპეციალობით 1979 წელს.

1979-1992წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "ინჟმშენის" N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში ოსტატად, უბნის უფროსად; 1992-1993წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის კაპიტალური მშენებლობის მთავარ სამმართველოში წამყვან სპეციალისტად; 1993-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოში წამყვან და შემდგომ მთავარ სპეციალისტად; 1999-2003წწ. წმინდა სამების საკათედრო ტაზრის მშენებლობის ფონდის დირექციის წამყვან სპეციალისტად - ტექნიკურ ზედამხედველად; 2003-2009წწ. იყო ამავე ფონდის მთავარი ინჟინერი; 2009-2010წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2010-2012წწ. მთავარი მენეჯერის მოადგილედ; 2013 წლიდან საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის პროგრამების კოორდინატორია; აქტიურად მონაწილეობდა ბაგრატისა და სვეტიცხოვლის ტაძრების, ჯვრის მონასტრის და შიო-მღვიმის სამონასტრო კომპლექსის, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის, ფუძნარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო-სამონტაჟო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, საქართველოს პარლამენტის, სასტუმრო "თბილისის", წყალტუბოს სამთავრობო "თბილისის", წყალტუბოს სამთავრობო რეზიდენციის სარეკონსტრუქციო და აღდგენით სამუშაოებში და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.260-261


Share: