Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო იმნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1935 წელს, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1941 წელს. 1941-1945წწ. როგორც III რანგის სამხედრო ინჟინერი, მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1945-1946წწ. მუშაობდა ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში სამშენებლო-სარემონტო საამქროსა და კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1949-1954წწ. სსრკ ქიმიური მრეწველობის სამინისტროს საქართველოს სამშენებლო ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1954-1956წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროთა სამმართველოს დირექტორად; 1956-1961წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მშენებლობის უფროსი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამუშაოთა სამმართველოს უფროსი; 1961 წელს დაინიშნა N4 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1963-1990წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალის დირექტორად; იყო სხვადასხვა პროექტების ავტორი და ასევე ზედამხედველობას უწევდა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობას; იყო სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერი; არაერთგზის იყო არჩეული ქ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.262; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.136 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |