Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ინასარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კრიხი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი წყალმომარაგებისა და ექსპლუატაციის სპეციალობით 1954 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მელიორაციის ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ინსტიტუტ "საქწყალპროექტში ჯგუფის ხელმძღვანელად, სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენში" უბნის უფროსად, სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" აფხაზეთის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; იყო სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" მმართველი, რესპუბლიკური საწარმოო გაერთიანება "საქწყალექსპლუატაციის" უფროსის მოადგილე და "საქსოფწყალმომარაგების" თავმჯდომარე; იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საოლქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; ხელმძღვანელობდა ქვემო სამგორისა და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემების, ზონკარის ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის, კოლხეთის დაბლობის დამშრობი ნაგებობების, სამრეწველო-სამოქალაქო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ფოთის მშენებლობისა და განვითარების საქმეში; არაერთგზის იყო არჩეული ცხინვალისა და ფოთის საქალაქო საბჭოების დეპუტატად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.262-263 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |