The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ინაური

ლევან ინაური
Date of birth:20 May, 1930  (94 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო წყალთა მეურნეობის გორის სასისტემო სამმართველოში ინჟინერ-ჰიდრომექანიკოსად; 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს; 1972-1974წწ. სათავეში ედგა ამავე სამინისტროს N5 რკინაბეტონის ქარხანას; 1974 წლიდან იყო გორის მშენებარე სახლმშენებელი კომბინატის დირექტორი, ასევე, კაპიტალური მშენებლობის გორის სარაიონთაშორისო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა გორის წისქვილკომბინატის, საკონსერვო ქარხნის, მაცივარ-კომბინატის, ხაშურის საგალანტერეო ფაბრიკის, ბაკურიანის სპორტული ობიექტების, გორის წყალსადენის სათავისა და მაგისტრალური ქსელების მშენებლობაში; მისი ხელმძღვანელობით აშენდა გორის, ახალციხის, ახალქალაქის კულტურის სახლები, კინოთეატრები, საავადმყოფოები, სასტუმროები; ასევე, სკოლები და საცხოვრებელი სახლები (ბოგდანოვკაში, ბორჯომში).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.263

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: