Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზეინაბ მაღლაფერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალი 1966 წელს და მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს. 1967-1968 წწ. მუშაობს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში ხარისხის უფროსად. 1968-1971წწ. სამუშაოდ გადადის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ინჟინრად, მერე საწარმოო ლაბორატორიის უფროსად და ხარისხის უფროს ინჟინრად. 1971 წელს ის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში "ბოჭკოვან მასალათა ტექნოლოგიის" კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ამჟამად მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. ზ. მაღლაფერიძე მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი სტატიები სისტემატურად იბეჭდება როგორც რესპუბლიკურ, ისე უცხოურ სამეცნიერო ჟურნლებში, მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1988). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 97-98 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |