შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზეინაბ მაღლაფერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალი 1966 წელს და მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1988 წელს. 1967-1968 წწ. მუშაობს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატში ხარისხის უფროსად. 1968-1971წწ. სამუშაოდ გადადის ტრიკოტაჟის ფაბრიკაში შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ინჟინრად, მერე საწარმოო ლაბორატორიის უფროსად და ხარისხის უფროს ინჟინრად. 1971 წელს ის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში "ბოჭკოვან მასალათა ტექნოლოგიის" კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ამჟამად მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიის დეპარტამენტში ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. ზ. მაღლაფერიძე მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის ავტორია. მისი სტატიები სისტემატურად იბეჭდება როგორც რესპუბლიკურ, ისე უცხოურ სამეცნიერო ჟურნლებში, მონაწილეობს საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1988). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 97-98 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |