The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან იობაშვილი

ამირან იობაშვილი
Date of birth:30 April, 1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი.

დაამთავრა ქ. კუიბიშევის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1972წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ბიჭვინთმშენში" საწარმოო-ტექნიკურ განყოფილებაში ინჟინრად; 1972-1978წწ. მუშაობდა ამავე ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად; 1978-1993წწ. იყო ტრესტ "კურორტმშენის" მმართველის მოადგილე, ხოლო მისი რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობდა გაგრის ექსპერიმენტული სახლმშენებელი კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორის მოადგილედ; 1993 წლიდან ქ. სოჭის სამშენებლო კომპანიის N19 სპეცსამონტაჟო სამმართველოს მთავარი ინჟინერია; მონაწილეობდა გაგრის, გუდაუთა-ახალი ათონისა და ოჩამჩირის საკურორტო და ტურისტული კომპლექსების, დასასვენებელი სახლი "მზიურის" (500 ადგილზე), კლიმატურ-ბალნეოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის, მიუსერას სანატორიუმის (500 ადგილზე) და საქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში; ასევე უშუალოდ მონაწილეობდა მაღლივი (16-18-სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების უნიფიცირებული, რკინაბეტონის კარკასული ნაკეთობების (სერია იის-04) ათვისებისა და დანერგვის საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.264


Share: