The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სევერიან ჯუღელი

სევერიან ჯუღელი
Date of birth:1877
Date of death:6 August, 1909  (at 32 years)
Burial location:კუკიის სასაფლაო, თბილისი
Category:Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

ქუთაისის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1891 წელს, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 წელს სემინარიელთა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, იყო "მესამე დასის" წევრი. შედიოდა სოციალ-დემოკრატთა თბილისის კომიტეტში. 1899 წელს თბილისში ჩატარებული პირველმაისობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1902 წელს თბილისიდან გაასახლეს. 1903 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ დაბრუნდა. 1907 წელს აირჩიეს II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად თბილისის გუბერნიიდან. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ (1907 წლის 3 ივნისი) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად სამართალში მისცეს. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს. გარდაიცვალა მეტეხის ციხეში. მან პუბლიცისტური მოღვაწეობა სემინარიაში სწავლის დროს დაიწყო. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: "ივერია", "ცნობის ფურცელი", "კვალი", "სხივი", "ლამპარი", "განთიადი", "ჩვენი აზრი" და სხვა. პოლიტიკურო მოღვაწე, მენშევიკი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.580; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.126


Share: