Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანგერ ირემაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნასპერი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1968-1974წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსის" ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინერი; 1974 წელს გადაყვანილ იქნა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს ამიერკავკასიის სატრანსპორტო მშენებლობის ტრესტში ("ზაკტრანსტროი") საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსად; 1975-1983წწ. იყო ამავე ტრესტის N243 რკინიგზის სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი, ხოლო შემდეგ სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1978-1981წწ. სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნილ იქნა სირიის არაბულ რესპუბლიკაში მშენებარე რკინიგზის ნიწის ვაკისა და ხელოვნური ნაგებობების ტექნიკურ ზედამხედველად; 1983-1994წწ. მუშაობს საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N2 საგზაო-სამშენებლო სამმართველოში, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; მონაწილეობდა "ჟინვალი-ბარისახო-შატილის", "ფასანაური-მლეთა-კობის", "ქანდა-აღაიანის" გზის მონაკვეთის მომდინარე და კაპირალურ შეკეთებაზე; 1986-1994წწ. "ნატახტარი-ზაჰესის" საავტომობილო გზის მონაკვეთის უბნის უფროსი იყო; 1995-1998წწ. მუშაობდა რკინიგზის საექსპლუატაციო უბნის ოსტატად, შემდეგ უბნის უფროსად; 2001-2004წწ. შპს "საქართველოს სამხედრო გზის" სამუშაოთა მწარმოებლად; 2004-2005წწ. შპს "აიდისის" ხიდების ექსპლუატაციის განყოფილების ინჟინერი იყო; 2005 წლიდან მუშაობდა "რუსთავი-წითელი ხიდის", "მაღარო-ზემო ბოდბეს" (სიღნაღის რაიონი), "ხონი-გორდის" (ხონის რაიონი), "ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის" საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ხელმძღვანელად; 2010-2011წწ. შპს "ავტობანის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინერი იყო; 2012 წლიდან საპროექტო ექსპერტიზის უფროსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |