The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ირომაშვილი

აკაკი ირომაშვილი
Date of birth:12 January, 1950  (75 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მელაანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საშენ მასალათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1975 წელს; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ "საქსაშენმასალების" ასპირანტურა სილიკატური და ძნელად დნობადი მასალების განხრით 1990 წელს.

1975-1995წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში ინჟინერ-ტექნოლოგად; სამშენებლო მასალების ეფექტიანი გამოყენების, ხარისხის ამაღლებისა და მდგრადობის დარგში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო გამოკვლევა, რომლებიც ეხება კონდუქტომეტრული მეთოდით ცემენტის აქტივობის განსაზღვრასა და ბეტონის მოსალოდნელი სიმტკიცის განსაზღვრის ელექტრონულ მეთოდს; აქვს ორი საავტორო მოწმობა, რის საფუძველზეც დამუშავდა მეთოდური მითითებები და შეიქმნა ხელსაწყო, რომელიც როგორც ლაბორატორიულ, ისე საველე პირობებში იძლევა, 15-20 წუთში, ცემენტის აქტივობის განსაზღვრის შესაძლებლობას; არის არაერთი გამოგონებისა და რაციონალური წინადადების ავტორი; მისი მეთოდი დანერგილია საქართველოს სამეცნიერო და საწარმოო ორგანიზაციებში და დიდი როლი შეასრულა სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში; მისი არაერთი გამოგონება აღინიშნა სახელმწიფო პრემიებითა და ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.266


Share: