The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ისაკაძე

იური ისაკაძე
Date of birth:20 April, 1938  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1973 წელს. 

1960 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა; 1960-1968წწ. მუშაობდა სამთო-მომპოვებელ ტრესტ "ჭიათურმანგანუმის" ზეინკლად, ოსტატად, ცვლის ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1963-1968წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქშახტმშენის" ცვლის ინჟინრად, ცვლის უფროსად; 1968-1982წწ. რესპუბლიკურ გაერთიანება "საქნახშირში" ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1982-1985წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1985-1990წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს თერჯოლის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი, ზესტაფონის სპეციალიზებული ტრესტის მმართველი; 1990-1996წწ. სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" ტყიბულის სამმართველოს უფროსი; 1996 წლიდან სს "საქშახტმშენის" ფილიალის დირექტორი იყო; 2001 წლიდან სს "მონოლითმშენის" სამუშაოთა მწარმოებალია; მისი მონაწილეობით აშენდა ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერისა და ამბროლაურის რაიონებში არაერთი საწარმო, სკოლა და საბავშვო ბაღი, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულებაში; არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი შახტმშენებლობის დარგში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.267; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.74

  

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Share: