Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნელი ღოლოძე-მახვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი 1968 წელს და მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის ასპირანტურა 1980 წელს. 1968-1974წწ. მუშაობდა თბილისის აბრეშუმის გაერთიანებაში, ხოლო 1974-1977წწ.-ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1980-1987წწ. ის საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. 1987 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-მუშაკის სამეცნიერო წოდება. 1987 წლიდან მუშაობს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტში შემდეგ თანამდებობებზე: განყოფილების გამგე, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, ხოლო 2006 წლიდან ნ. მახვილაძე ინსტიტუტის დირექტორია. ნელი მახვილაძე მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია, როგორც საბაზისო სპეცილობით, ასევე სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროში, ხელმძღვანელობს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, მათ შორის: სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამა, მეცნიერთა სწავლების პროგრამა ტექნოლოგიების კომეციალიზაციის სფეროში, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო დეპარტამენტის პროგრამა - "ბრიტანული წიგნები მენეჯერთათვის", 1999-200წწ. იყო აღნიშნული პროექტის მარკეტინკის რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოში. ის არის "ტექინფორმში" რეალიზებული მრავალი პროექტის ხელმძღვანელი, მათ შორისაა: მეცნიერთა მიერ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომების რეფერატულ მონაცემთა ბაზის შექმნა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით; საქართველოს ზრდასრულთა საგანმანათლებლო ორგანიზაციების სასწავლო კურსების მონაცემთა ბაზა; სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების შედარებითი ანალიზ; მონაცემთა ბაზა-ადამიანის საარსებო გარემო: ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი(სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერტაშორისო ცენტრი CRDF, 2005-2006)და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა. ინჟინერ-ფეიქარი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980, მოსკოვი). სადისერტაციო თემა - "აზოსაღებრების შუქმედეგობა პოლიამიდურ სუბსტრატზე". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.100-101 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |