The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ კავსაძე

ომარ კავსაძე
Date of birth:29 October, 1944
Date of death:2007  (at 62 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1975წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროშს, ქ. გაგრის N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1977წწ. იყო იმავე სამინისტროს, ქ. გაგრის N41 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1977 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და მშენებლობის განყოფილების ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1979 წლამდე; 1979-1980წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს, სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" (ყოფილი "ბიჭვინთმშენი") მმართველის მოადგილე; 1980-2002წწ. კვლავ საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 2003-2007წწ. იყო შპს "ხიდის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. გაგრის ზონის საზოგადოებრივ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებისა და საკურორტო კომპლექსების მშენებლობაში. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში მიღებული აქვს საპატიო მეგზევის წოდება და სამკერდე ნიშანი. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.268


Share: