The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კაკაბაძე

გურამ კაკაბაძე
Date of birth:1934
Date of death:1996  (at 62 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1938 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", შემდეგ მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N9 სამშენებლო სამმართველოში ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი უფროსის მოადგილედ; 1971-1973წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N17 სამშენებლო ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1973 წლიდან სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" ტექნიკური განყოფილების უფროსი და მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო; შემდეგ მუშაობს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს "ცეკავშირის" კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1987 წლიდან სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს ტექნიკური სამმართველოს კოლეგიის წევრად; 1989 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "კაპმშენის" საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსად; მონაწილეობდა ქ. თბილისის საბინაო და კომუნალური დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, "ცეკავშირის" სამრეწველო საწარმოების შექმნასა და სავაჭრო ქსელის განვითარებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.269


Share: