The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია კაკაურიძე

გია კაკაურიძე
Legal name:გრიგოლ კაკაურიძე
Date of birth:8 May, 1955  (68 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშანბე, ტაჯიკეთის რესპუბლიკა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციიტ 1978 წელს.

1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს საპროექტო ბიუროში მხაზველ ტექნიკოსად; 1979 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1981 წელს დაინიშნა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "თბილწყალგეოს" დირექტორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა 1992 წლამდე; 1992-1996წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1997-2003წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ეკონომიკისა დარეფორმების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო 2004 წლიდან ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების, მშენებლობისა და სამოქალაქო მეურნეობის ადმინისტრირებისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2005წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს სამშენებლო-საინჟინრო საქმეთა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2005-2006წწ. იყო ამავე სამინისტროს მშენებლობისა და ურბანიზაციის დეპარტამენტის ლიცენზიებისა და ნებართვის სამმართველოს უფროსი; 2006 წლიდან დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2007 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტის უფროსად, სადაც იმუშავა 2011 წლამდე; 2011-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად; პროფესიული საქმიანობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა მდინარეების: არაგვისა და ასას წყლის ხარისხის, ჟინვალის წყალსაცავის წყალსაშვები გვირაბის ავარიული უბნისა და სარეზის ტბის ღვარცოფსაწინააღმდეგო კვლევებში; მონაწილეობდა სამშენებლო დარგის რეფორმირებაში, კერძოდ ლიცენზირებისა და სერტიფიკაციის სისტემის, ასევე, დარგის პრივატიზების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში; მონაწილეობდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ზედამხედველობის განხორციელებაში, როგორებიცაა: "ფარვანჰესის", "მტკვარიჰესის", "შუახევჰესის", საქართველო-თურქეთის მაღალი ძაბვის (500 კვ) გადამცემი ხაზის, ავტობანის, ფოთის პორტის რეკონსტრუქციის, "ბრიტიშ პეტროლიუმის" ნავთობსადენის, ყულევის ტერმინალისა და სხვა ობიექტების მშენებლობა. 2006 წელს მიენიჭა საქართველოს საუკეთესო ინჟინერის წოდება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.269-270


Share: