შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნარგიზა მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1958 წელს და ასპირანტურა 1964 წელს. 1958-1961წწ. მუშაობდა სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1964 -1984წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ კ. ამერეჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სამთო ენერგეტიკის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლია. 1984 წლიდან "საქაგრომანქანაში" დაიწყო მუშაობა ინფორმაციისა და საპატენტო ძიების განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1992 წლიდან სწავლული მდივნის თანამდებობა უკავია. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერი ნაშრომი. ის ერთი რაციონალიზატორული წინადადების და სამი გამოგონების ავტორია. მიღებული აქვს მთავრობის მედლები და სიგელები. ტექნიკის მეცნიერებატა კანდიდატი (1965). წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 102-103; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |