The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით და კონსტანტინე მხეიძეები

დავით და კონსტანტინე მხეიძეები
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:წმინდანი

ბიოგრაფია

დიდმოწამენი - დავით და კონსტანტინე, არგვეთის მთავრები.

ძველი ქართული წყაროებით არგვეთის (ზემო იმერეთი) მთავრები VIII საუკუნის I ნახევარში, მხეიძეთა ფეოდალური გვარიდან. გმირულად იბრძოდნენ საქართველოში შემოჭრილ არაბი სარდლის მურვან ყრუს წინააღმდეგ. არგვეთის ბრძოლაში არაბებმა შეიპყრეს ისინი და მოწამებრივი სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მათი გვამები დაკრძალეს მდინარე წყალწითელას ნაპირზე, სადაც ახლა მოწამეთას მონასტერია. ქართულმა ეკლესიამ დავით და კონსტანტინე წმინდანთა შორის ჩარიცხა. მათი ხსენების დღე 15 ოქტომბრია

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.287; საპატრიარქოს ვებგვერდი: www.orthodoxy.geსაქართველოს სამეფო: www.georoyal.ge


გააზიარე: