The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო კაკულია

ალეკო კაკულია
Legal name:ალკაზარ კაკულია
Date of birth:29 June, 1937
Date of death:2017  (at 79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს, მოსკოვის სახალხო მეურნეობის მართვის საკავშირო ინსტიტუტი 1985 წელს.

1963-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროსის მოადგილედ; 1966 წლიდან საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის რეფერენტი იყო, მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად, სექტორის გამგედ; 1971-1984წწ. გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობაში, სოფლის მეურნეობის, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის განყოფილებებში ინსტრუქტორად; 1984 წლიდან იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმშენის" თავმჯდომარის მოადგილე (1986-1989წწ.); 1991 წელს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლმშენკომპლექსის" თავმჯდომარის მოადგილედ; წლების განმავლობაში პროფესიულ საქმიანობასთან ერთად ეწეოდა საზოგადოებრის საქმიანობასაც: 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველო-ჩეხეთის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის საზოგადოებას; იყო ქართული ფეხბურთის განვითარებისა და აღორძინების ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო-საგამომცემლო ფონდის თავმჯდომარე, ყოველთვიურ გაზეთ "აღმშენებლობის მემატიანეს" მთავარი რედაქტორი; 1995 წლიდან იყო ს/ს "ვარძიის" ვიცე-პრეზიდენტი და ს/ს "გორგასლის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2000-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა კონსორციუმ "ბრიტიშ პეტროლიუმის" სამშენებლო სამუშაოებში, როგორც ქვემოიჯარადრე ფირმის ხელმძღვანი; 2015 წელს არჩეულ იქნა შპს "საქსოფლმშენკომპლექსის" თავმჯდომარედ და მის ხელმძღვანელად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.271; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.291

Member of Organizations

  • მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: