Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "სამგორწყალმშენის" სამშენებლო სამმართველოში მებეტონეთა ბრიგადირად, ოსტატად; იყო "საქენერგოს" სამშენებლო ტრესტის თბილისის სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1966 წელს დაინიშნა საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1975 წლიდან ტრესტის მმართველად; პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობდა სამშენებლო-სამრეწველო დანიშნულების ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში, როგორებიცაა თელავისა და მეტეხის აგურის ქარხნები, რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების გენერალური რეკონსტრუქცია; იყო საშენ მასალათა სამინისტროს კოლეგიის წევრი; მშენებელ-ტექნოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი (ქ. ბერლინი, გფრ); აწარმოებს სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს, ასევე, საქართველოს საშენი მასალების ექსპორტიორია საზღვარგარეთის ქვეყნებში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქველმოქმედო მოღვაწეობა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში, რომლის დასტურიცაა მარტვილის სოფ. ჯოლევში და რაჭაში აშენებული საეკლესიო კომპლექსები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.272 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |