The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი კაკულია

ირაკლი კაკულია
Date of birth:28 November, 1911
Date of death:1992  (at 80 years)
Category:Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ქ. ფოთის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1929 წელს; ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს.

1929-1931წწ. მუშაობდა თბილისის იარაღის შემკეთებელ ქარხანაში საამქროს უფროსის მოადგილედ; 1936-1938წწ. ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომში კომუნალური მეურნეობის განყოფილების ინჟინრად, ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგად; 1938 წლიდან სამშენებლო ტრესტ "საქქარხმშენის" სისტემაში; ხელმძღვანელობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და "ხიდმშენის" მთავარი სამმართველოს ქარელის სამშენებლო სამმართველოებს; 1944-1945წწ. მობილიზებული იყო თბილისის საავიაციო ქარხნის მშენებლობაზე უბნის უფროსად; II მსოფლიო ომის შემდგომ მუშაობდა საქართველოს შრომითი რეზერვების სამინისტროს სისტემაში; იყო სამშენებლო-სამონტაჟო კანტორის მთავარი ინჟინერი, უფროსი, სანტექნიკურ სამუშაოთა სამონტაჟო ტრესტის უფროსი; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საკავშირო დაქვემდებარების საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებას; იყო სსრკ სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "ორგენენერგომშენის" თბილისის ფილიალის მთავარი სპეციალისტი და განყოფილების უფროსი; მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის N23 კათედრაზე ლექტორად; 1973 წლიდან ამავე კათედრის დოცენტად; ხელმძღვანელობდა ქ. ფოთის ცენტრში 12 და 20-ბინიანი საცხოვრებელი სახლების, საზაფხულო კინოთეატრის, სასტუმრო "კოლხეთის", ნავსადგურის თანამშრომელთა საცხოვრებელი სახლისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას; ვალე-ახალციხის მაღაროთა თბომეურნეობისა და წყალსადენ-კანალიზაციის სამონტაჟო სამუშაოებს; ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "ლაჯანურჰესის", "ხრამჰეს II"-ის, "სიონჰესის", "ენგურჰესის" წარმოებისა და ორგანიზაციის პროექტების დაგეგმარებაში; მისი ავტორობით, "ენგურჰესის" მშენებლობაზე დაბა ჯვარზენში, საქართველოში პირველად, აშენდა საცხოვრებელი სახლები უცემენტო ბლოკების გამოყენებით; გამოცემული ჰქონდა 15-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის ფილიალისა და ფაზისის სახალხო აკადემიის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორთაგანი და საპატიო წევრი; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ფოთის პერსპექტიული განვითარებისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფონდის აღორძინების საქმეში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.272-273

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: