შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოშა კაკუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1932 წელს. იყო ათობით ობიექტის უშუალო დამპროექტებელი, დაპროექტების მონაწილე და ხელმძღვანელი; როგორც მეცნიერსა და მკვლევარს, გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის არაერთი სახელმძრვანელო უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლებისათვის და ათობით მნიშვნელოვანი მონოგრაფია, ძირითადად დრეკადობის თეორიაში; შესრულებული აქვს 50-ზე მეტი კვლევის სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიში მათი შედეგების წარმოებაში დანერგვით; წლების განმავლობაში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე, 60-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, კონსულტანტი; საქმიანი ურთიერთიობა ჰქონდა ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთისა და ბულგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან; იყო არაერთი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური კონფერენციებისა და სიმპოზიუმების მონაწილე, 12 სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის (საბჭოთა კავშირის მასშტაბით) და რესპუბლიკური სამეცნიერო საბჭოს წევრი დაჯილდოებულია საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტების მედლებითა და საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელებით; ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი, სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.273; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 480 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |