შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლილი მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1962 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1968 წელს. 1962-1965წწ. მუშაობდა თბილისის რადიოქარხანაში ჯერ ოსტატი იყო, მერე კი ცენტრალური ლაბორატორიის ქიმიკოსი. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1968 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამსხმელო წარმოების კათედრაზე ასისტენდად დაიწყო მუშაობა, შემდეგ უფროს მასწავლებლად გადაიყვანეს და 2007 წლამდე კითხულობდა ლექციებს სამსხმელო წარმოების ტექნოლოგიაში. მუშაობის პროცესში მას გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და რამდენიმე მეთოდური სახელმძღვანელო, მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საკავშირო კონფერენციებში. ლ. მიქაძე წლების მანძილზე იყო მეტალურგიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და ფკულტეტის საბჭოს სწავლული მდივანი. ინჟინერ-მეტალურგი. წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ. 107-108 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |