შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მოისწრაფიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1989 წელს. 1991-1994წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1989-1991წწ. მუშაობდა სტუ-ის რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობის კათედრაზე სახელშეკრულებო თემის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1991-2004წწ. ასისტენტად, 1989-2005წწ. საქართველოს რკინიგზის ინსტიტუტის მასწავლებელად, 2004-2006წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის უფროს მეცნიერ-თანამშრომელად, 2004-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტად, 2005 წლიდან შპს "საქართველოს რკინიგზის" ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტად და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების წამყვან სპეციალისტად. 2006 წლიდან -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობებისა, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2008-2019წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 2009 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ავტორიზაცია, აკრედიტაცია, აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი, დარგობრივი საბჭოს წევრი; 2015-2019წწ. ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, სამეთვალყურეო საბჭო წევრი; 2019 წლიდან ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, ადმინისტრაცია, დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2004), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2009). სადისერტაციო თემა - "საპროექტო პარამეტრების შერჩევის მეთოდების დამუშავება საქართველოს რკინიგზებზე ზეჩქაროსნული და ჩქაროსნული მოძრაობის რეალიზებისთვის". წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.109-110; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |