Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე კალანდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1960 წელს. მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლსახპროექტში" უფროს არქიტექტორად; მუშაობდა თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი"), სექტორის ხელმძღვანელად, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში ("საქმთავარძეგლთადაცვა") განყოფილების გამგედ; 1991-1997წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგის მოადგილე, სტუ-ს მეთოდური საბჭოს წევრი, ინსტიტუტის მეთოდკომისიის თავმჯდომარე; არის საერთაშორისო ღონისძიებების მონაწილე თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ერევანში, ბაქოსა და ტაშკენტში; მისი ნამუშევრებია: ტიპობრივი პროექტების კომპლექსური სერია სოფლად მშენებლობისათვის ამიერკავკასიაში - საბავშვო ბაგა-ბაღები (I პრემია), ახალგაზრდული ცენტრი თბილისში (ლ. მელიქიშვილთან ერთად - სპეციალური დიპლომი), ადმინისტრაციული შენობა ანასეულში, საბავშვო ბაგა-ბაღი (ტიპური პროექტები სხვადასხვა ტევადობის და ფუნქციური დატვირთვის) სოფლად მშენებლობისათვის ამიერკავკასიის და შუა აზიის რესპუბლიკების ტერიტორიულ ზონაში. არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი 1976 წლიდან. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.274 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |