Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ კალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" საამქროს უფროსად, ქ. ტაშკენტში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო რაზმის უფროსად, საპროექტო ინსტიტუტ "საკვებმრეწვსახპროექტის" პროექტის მთავარ ინჟინრად; იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" უფროსის მოადგილე, N5 სახლსაშენი კომბინატის უფროსი; მონაწილეობდა თბილისის, ტიუმენის, გროზნოს და მიწისძვრით დაზარალებულ საჩხერის რაიონში საცხოვრებელი სახლების, კვარტალებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა სომხეთში მიწისძვრის შედეგთა ლიკვიდაციაში მონაწილე ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის მუშაობას, ჩერნობილის ავარიის შემდეგ ქ. სლავუტიჩში ე.წ. ქართული უბნის მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.276 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |