შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კალაშნიკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თემორხანშურა (ბუინაკსკი), დაღესტანი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი 1910 წელს; პეტროგრადის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი 1917 წელს. მოღვაწეობდა საქართველოში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის განხრით. აზომილი აქვს გუდარეხის, იკორთის, გურჯაანის, ურიათუბნის, ვაჩნაზიანის, ათენის, ძველი შუამთის და ბეთანიის ტაძრები; მის მიერ განხორციელებული პროექტები გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით; ძირითადად ეყრდნობოდა კლასიციზმის ტრადიციებს; მათ შორის აღსანიშნავია სამთოკლიმატური სანატორიუმი სოფელ ლიბანში (ბორჯომის რაიონი, 1925), ხაშურის თეატრი (1927), 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი გმირთა მოედანზე ნ. სევეროვთან ერთად (1936) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.276 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |