შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ კალინინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1968 წელს. 1969-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1976-1992წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტში მუშაობდა მმართველის მოადგილედ, N13 სამშენებლო ტრესტის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად, გაერთიანება "სოფლკომუნმშენის" მთავარ ინჟინრად; მონაწილეობდა სამრეწველო გაერთიანება "მიონის" საწარმოო-ლაბორატორიული კორპუსების (თბილისში), კოდისა და თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკების, სკოლების, საავადმყოფოების, მეცხოველეობის ფერმების (მარნეულის, ბოლნისის, წალკის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებში), საცხოვრებელი შენობების (სოფ. შატილში, გუდაურში) და მრავალი სხვა ობიექტის მშენებლობაში; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული დმანისის (1981) და სპიტაკის (1989-1990) რაიონებში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.276-277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |