Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1956 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში" სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, N1 რკინაბეტონის ქარხნის დირექტორად; 1973-1986წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოსა და კიროვის (ამჟამად, კრწანისის რაიონის გამგეობა) რაისაბჭოს აღმასკომს; 1986-1996წწ. მუშაობდა ტრესტ "საქმშენინდუსტრიაში" მთავარ ინჟინრად, გენერალურ დირექტორად; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში პროექტირებისა და მშენებლობის კოორდინატორად; 1997 წლიდან სათავეში ედგა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის მშენებლობის მონიტორინგის სამსახურს; ხელმძღვანელობდა თურქეთის ქალაქ იზმირში სამშენებლო პავილიონის, თბილისის სპორტის სასახლის, ბორის პაიჭაძის სახელობის თბილისის სტადიონის, სასტუმრო "ივერიის" სამშენებლო ნაკეთობებითა და კონსტრუქციებით უზრუნველყოფას; მონაწილეობდა "ბაქო-თბილისი-სუფსის", "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" ნავთობსადენისა და "ბაქო-თბილისი-ერზრუმის" გაზსადენის პროექტირება-მშენებლობაში; არის საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მშენებელთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი; დაჯილდოებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით, მიღებული აქვს "2002 წლის ინჟინრის" საპატიო წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.277; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |