Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე ინწკირველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი. 1936 წელს შევიდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში, ხოლო 1939 წელს გადავიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1941 წელს. იგი სხვადასხვა წელს მუშაობდა ცხინვალის, ბათუმისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე, აკ. ხორავას სახელობის მსახიობის სახლში დირექტოორი. დრამატული თეატრის სცენაზე მას განსახიერებული აქვს მრავალი თვალსაჩინო სახე, აღსანიშნავია: არჩილი (გ. ერისთავის "ძუნწი"), ლევან ხიზანიშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მგელიკა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ახალგაზრდა სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ონისე (ს. შანშიაშვილის "ხევისბერის გოჩა"), კახი (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), სიკო (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), კრეონი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლეონარდო (ფ. გარსია ლორკას "სისიხლიანი ქორწილი"), ფერდინადი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "თხუნელა" (1962), "ანარეკლი" (1974). წყარო: ხელოვნების კალენდარი : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1992.-გვ.26-27 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |