The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მსხილაძე

ნინო მსხილაძე
Date of birth:26 October, 1957  (67 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მშენებლობის ფაკულტეტი 1980 წელს და სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1994 წელს.

1980-1991წწ. მუშაობდა "საქქალაქმშენსახპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1992 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ მასწავლებელი; საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და იყო ჯერ ასოცირებული პროფესორი, მერე კი პროფესორი; არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 1995 წლიდან სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში მუშაობს, როგორც მოწვეული სპეციალისტი; არის შპს "მშენექსპერტის" ტექნიკური მენეჯერი; ავტორია 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორის: 10 სახელმძღვანელოს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, 2-ის პროფესიულ-ტექნიკური განათლებისკოლეჯებისთვის, 2-ის პროფესიულ-საკვალიფიკაციო ცენტრის სამშენებლო სპეციალობებისათვის; ასევე 3 მეთოდური მითითების, 4 დამხმარე და 1 სახელმძღვანელო ნაშრომის და 2 მონოგრაფიის; ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად, როგორც ინჟინერ-კონსტრუქტორი, ნაყოფიერად თანამშრომლობს სხვადსხვა სამშენებლო ფირმასთან. არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიწვეული ექსპერტი, სამშენებლო აკადემიის მრჩეველი, ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

სადისერტაციო თემა - "ნაგებობათა ღუნვადი ელემენტების გაძლიერების ახალი ტიპის შპენგელური კონსტრუქციების მონტაჟის ტექნოლოგია".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ. 114-115; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 205-206

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Bibliography


Share: