The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი მურადშვილი

ნაზი მურადშვილი
დაბადების თარიღი:1942  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ზნაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის საღამოს სწავლების ფაკულტეტი 1967წელს.

1959-1967წწ. გორის ბამბეულის კომბინატში  მუშად და I სართავი ფაბრიკის საამქროს ინსტრუქტორად მუშაობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1967 წელს I სართავი ფაბრიკის საამქროში ცვლის უფროსად გადიყვანეს, სულ მალე კი ხარისხის მართვის ინჟინრად დანიშნეს. ბამბეულის კომბინატის დაშლამდე ნ. მურადაშვილი I სართავი ფაბრიკის სართავ-საგრეხ საამქროს უფროსი იყო. მისი ხელმძღვანელობით ათვისებულ იქნა ПК - 100 სისტემის სართავ-საგრეხი მანქანები, რომლებმაც საგრძნობლად გააუმჯობესა ნართის ხარისხი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.115-116


გააზიარე: