Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბუჭუტა კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1947 წელს. 1941-1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; 1947-1965წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფმშენსახპროექტის" ინჟინრად, განყოფილების უფროსად; 1966-1967წწ. იყო რესპუბლიკური გაერთიანება "საქფრინველმრეწვის" უფროსის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1967-1974წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველი, მინისტრის მოადგილე; 1974-1984წწ. მუშაობდა რესპუბლიკური გაერთიანება "საქკოლმეურნმშენის" თავმჯდომარედ; დიდია მისი დამსახურება ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობაში, როგორებიცაა: კოდის, გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკები, კორბოულის და აბაშის მეცხოველეობის კომპლექსები, კრწანისისა და კინდღის სასათბურე მეურნეობები, საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, ასევე სამრეწველო დანიშნულების ობიექტები; დაჯილდოებულია რამდენიმე საბრძოლო და შრომითი დამსახურების მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.278 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |