The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია მუხაძე

ლია მუხაძე
დაბადების თარიღი:1930  (95 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს და ასპირანტურა 1956 წელს.

1953-1956წწ. მუშაობდა "სახსახპროექტში"ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე. 1956 წელს მუშაობა დაიწყო სამშენებლო მექანიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1961 წელს უფროს მეცნიერ-თანამშრომლად გადაიყვანს, ხოლო 1970 წელს ინსტიტუტის გამოყენებითი დრეკადობის თეორიის განყოფილების გამგედ დაინიშნა. ლ. მუხაძე 100-მდე მეცნიერული ნაშრომის, მათ შორის სამი მონოგრაფიის ავტორია. ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1961), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი(1995); ამერიკის ბიოგრაფიული საზოგადოების მიერ აღიარებულია 2000 წლის საუკეთესო მეცნიერ ქალად.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.117-118; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.437; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინერო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: