The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი კაპანაძე

გივი კაპანაძე
Date of birth:1 April, 1928
Date of death:1979  (at 50 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1953 წელს.

მუშაობა დაიწყო მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" სამშენებლო სამმართველო "ჭიათურშახტმშენის" ინჟინრად; 1956-1958წწ. პარტიულ სამუშაოზეა საქართველოს კპ ჭიათურის საქალაქო კომიტეტში; 1958 წელს დაინიშნა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმშენის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1962 წელს სამმართველოს უფროსად, ჭიათურის საშენ მასალათა კომბინატის დირექტორად (1967-1973); 1973-1975წწ. მუშაობდა თბილისის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად, ხოლო 1975 წლიდან ლითონკონსტრუქციების სამმართველოს უფროსად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ჭიათურაში N1 საშუალო სკოლა, საფეხბურთო სტადიონი, კულტურის სახლი და ცენტრალური უნივერმაღი, საჩხერეში კი ბამბეულის კომბინატი, საავადმყოფო და მეფრინველეობის ფაბრიკა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.278-279


Share: