Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კაპანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N8 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, ტრესტის მმართველად; 1995 წლიდან სს "ჭიათურმშენის" გენერალური დირექტორია; მისი ხელმძღვანელობით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში აშენდა აგლომერაციის კომპლექსი და იაპონური სისტემის ღუმელები, ასევე, ჭიათურის "მარგანტრესტის" გამამდიდრებელი ფაბრიკა, საჩხერის ბამბის სართავი კომბინატი, საავადმყოფოები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები; სხვადასხვა დროს არჩეული იყო ჭიათურის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატად; დაჯილდოებულია საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით და საიუბილეო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.314 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |