Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო ბასილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1970 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «ადიგენზე»; ერთხანს პროფესიის შეცვლა და იურისტობა გადაწყვიტა, დაუსწრებლად სწავლობდა კიდეც კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა მაინც ზღვის სიყვარულმა გადასძალა და ისიც "ზღვას შემორჩა", თეორიული ცოდნის მისაღებად კი ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მომდევნო წლებში გემთმექანიკოსად ცურავდა შორეული ნაოსნობის გემებზე: «Александр Корнейчук» -სა და «Давид Бакрадзе»-ზე, 1988 წელს კი ხორვატიის სპლიტის გემთსაშენში სერგო ბასილიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვაო სანაოსნოსათვის აგებული ახალი ტანკერის - «Григорий Орджоникидзе»-ს მიღებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში. 1990 წელს, უკვე გამოცდილმა გემთ ინჟინერმა საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო და 1995 წლამდე ტანზანიაში მოქმედი სანაოსნო კომპანიის წყალქვეშა ფრთიანი სამგზავრო გემების «Kitmir»-ისა და «Alamdar»-ის უფროსი მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სერგო ბასილია სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის: "Queensway Navigation"-ის, "ABC Maritime"-ს, "Columbia Shipmanagement"-ისა და "Eastwind"-ის გემებზე, ძირითადად ყოფილ «Давид Бакрадзе»-ზე, იმჟამად უკვე სახელებ გადარქმეულ «Bakradze»-ზე, მოგვიანებით «Lake Lisi»-ზე და «Amundsen Wind»-ზე საქმიანობდა. 2010 წლიდან შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად ცურავდა იგი ტანკერებზე «Veres»-ი და «Stacia» (ყოფილი «გ. ორჯონიკიძე»), ბალკერზე «B India» (2011), კვლავ ტანკერებზე: «Kristen», «Hamon», «Tamar» და სხვა. შორეული ნაოსნობის გემების მოქმედი უფროსი ინჟინერ-გემთმექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |