შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს. 1963-1972წწ. მუშაობდა ყაზახეთში, ქ. ჩიმკენტის სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1972-1973წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1974-1976წწ. ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსად; 1976-1978წწ. N8 სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მთავარ ინჟინრად; 1978-1982წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბათუმის N5 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1982-1989წწ. ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მმართველი; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს რუსთავის სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველი; 1989-1991წწ. იყო საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 1991-1997წწ. ჰოლდინგური კომპანია "მშენებლის" პრეზიდენტი; 2000-2004წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში მშენებლობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენ მასალათა წარმოების დეპარტამენტს, მიწისძვრის შედეგად სალიკვიდაციო სამშენებლო კომპლექსს; იყო ქ. თბილისის "არქმშენინსპექციის" უფროსი; 2005-2006წწ. მონაწილეობდა ყულევის შავი ზღვის ტერმინალის მშენებლობაში, სადაც მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ; 2006 წლიდან შპს "თბილისი-3"-ის დირექტორია; მონაწილეობდა ყაზახეთისა და საქართველოს (ჩიმკენტში, ჭიათურაში, რუსთავში, თბილისში, აჭარაში, ზესტაფონში, საჩხერეში, თერჯოლაში) არაერთი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.280; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |