Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ენვერ კაპბა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1967 წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად ქ. გაგრაში და ტრესტ "ბიჭვინთმშენის" N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1967-1969წწ. გაგრის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; 1970-1975წწ. იყო ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების კომპლექსის საკავშირო მნიშვნელობის საკურორტო გაერთიანების დოქტორი; 1975-1980წწ. - საქართველოს პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს მდივანი; 1980 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის გაგრის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1986 წელს გადაიყვანეს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების განყოფილების გამგედ; 1980-1990წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ს სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე; 1990 წლიდან იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.280
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |