The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლინა მღებრიშვილი

ლინა მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:1978  (47 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 1998 წელს, მაგისტრატურა (2000) და ასპირანტურა (2003).

2001 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციის ფაკულტეტზე მოღვაწეობს. მუშაობდა ასისტენტად ეკონომიკური  ინფორმატიკის სპეციალობის ინგლისურენოვან ჯგუფში. პარალელურად,  2003 წლიდან - ქართული სატელეფონო კომპანია (TC) დირექტორის თანაშემწე, შპს "ინტელექტბანკის" ოპერაციონისტი, NAEC-ს (შეფასებებისა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) ვებგვერდის სპეციალისტი, ქართული სატელეფონო კომპანია (TC) ბილინგის მენეჯერი. ინფორმატიკოსი. აკდემიური დოქტორი (2009).

სადისერტაციო თემა -  "ინფორმაციის დაცვა კომპიუტერულ ქსელებში".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბ.,2008.- გვ.119-120


გააზიარე: