The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენრიხ კარსანიძე

გენრიხ კარსანიძე
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1961წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში"; 1961-1975წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში"; 1975-1991წწ. ქ. თბილისის კეთილმოწყობის სამმართველოში არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ არქიტექტორად; 1991 წლიდან ხელმძღვანელობს ინდივიდუალურ არქიტექტურულ სახელოსნო "კარსანს"; მისი ნამუშევრებია მსხვილპანელიანი რვასართულიანი საცხოვრებელი სახლები თბილისში, 400-ადგილიანი ტურისტული ბაზები ფასანაურსა და მახაჩკალაში, სკოლები, ინდივიდუალური საცხოვრებელი კოტეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღი (120 ბავშვზე, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, შემდგომში - გაეროს წარმომადგენლობის შტაბ-ბინა), ტექნიკური დანიშნულების შენობა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე, სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს 180-ადგილიანი პანსიონატი ქ. სოჭში, სპორტულ ნაგებობათა ტიპური პროექტები, 400-ადგილინი სასტუმროები ქ. სოჭთან ახლოს და ქ. გელენჯიკში (პროექტები); დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლისა და საკავშირო დათვალიერება-კონკურსის ბრინჯაოს მედლები, საბჭოთა კავშირის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის "სახმშენის" ხარისხის ნიშნით, მიღებული აქვს სხვადასხვა დარგობრივი პრემიები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.281


გააზიარე: