Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური კასრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ალი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალიბით 1936 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, სახელოსნოს ხელმძღვანელად; მისი მონაწილეობითა და ავტორობით დაპროექტდა "საქენერგოს" ადმინისტრაციული შენობა, ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი, იპოდრომი (თბილისში), 250-ადგილიანი სასტუმრო ქ. თბილისის აეროპორტში, თბილისის სპორტის სასახლე, საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო "ინტურისტი" და სპორტკომპლექსი გორში, კულტურის სახლი ონში, საჭიდაო დარბაზები კასპსა და საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლები და სოციალური დანიშნულების ობიექტები თბილისში; იყო 1951-1953წწ. მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, სამამულო ომის მონაწილე; მიღებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.281-282 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |