The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კაჭკაჭიშვილი

რევაზ კაჭკაჭიშვილი
დაბადების თარიღი:1940
გარდაცვ. თარიღი:2011  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კურორტმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოში ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ბორჯომის N12 სამშენებლო ტრესტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის N5 სამშენებლო ტრესტის N31 მოძრავ-მექანიზებული კოლონაში (ინჟინრად, მთავარ ინჟინრად); 1984-1986წწ. ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის ასპინძის მოძრავ-მექანიზებულ კოლონას; 1986-1988წწ. იყო სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1988-1995წწ. - თავმჯდომარე; 1995 წლიდან "საქსოფმშენკომპლექსის" სამმართველოს უფროსი იყო; მონაწილეობდა სანატორიუმების "ბორჯომ-ლიკანის" (III კორპუსის) და "ბორჯომის", ბორჯომში სასტუმრო "თბილისის", ბაკურიანისა და წაღვერში კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობების, ქვიშხეთის და ახალდაბის საკონსერვო ქარხნების, კინოთეატრის და რიგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; იყო საქართველოს მშენებელთა კავშირის ბორჯომის ფილიალის ხელმძღვანელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშენებელთა კავშირი, წევრი

გააზიარე: